,,თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება”- პრეზიდენტი

თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები.
“თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება.ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.