„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – თბილისში რამდენიმე მსვლელობა იმართება

ონლაინგამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყო.
პარალელურად, მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მსვლელობით დაიძრნენ. მანამდე, პირველი არხის წინ აქციის დროს სიტყვით გამოვიდნენ პროევროპული აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ასევე, აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში ხელახალი ს ჩატარება.
“სინდისის პატიმრების” თავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის, ასევე მათთან ერთად გაერთიანებული კიდევ ერთი მარშის მონაწილეები, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაძრულ მომიტინგეებს ელბაქიძის აღმართთან ელოდებიან. მსვლელობის მონაწილეებს პოლიციამ საავტომობილო მოძრაობის გახსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხილა, რომ დაჯარიმდებოდნენ.
საბოლოოდ, ყველა მსვლელობა, ტრადიციულად ერთ დიდ აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ფორუმი