გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, საერთაშორისო კინოფესტივალ ბერლინალეს პარალელურად, ორგანიზაცია გზას ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოწოდება იყო – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.
ბერლინში გამართულ პროტესტს შეუერთდნენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან. მონაწილეები ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიების შეწყვეტასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.