„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ბათუმის ცენტრალურ პარკში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე პერიოდულად ისმის “არა რეჟიმს”, “ საქართველოს გაუმარჯოს”.
აქციის მონაწილეები მსვლელობასაც გეგმავენ.
“ქართველი ხალხი მშვიდად ვერ ვიქნებით, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელიც გვჩაგრავს.რეჟიმი უნდა დასრულდეს, თქვენც გაიგებდით, რომ ორი მოშიმშილე უკვე კლინიკაში არის გადაყვანილი. ადამიანები ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
