„თავისუფლება მიშას“, – ამ მოთხოვნით ბათუმის ნავსადგურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„თავისუფლება მიშას“, – ამ მოთხოვნით ს ნავსადგურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ნავსადგურთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, სადაც 21 წლის წინ ს ინაუგურაცია გაიმართა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარია.
„ეს ადგილი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს მისი მხარდამჭერებისათვის. დღეს ვითხოვთ მიშას თავისუფლებას. ჩვენი ეროვნული პროტესტის მთავარი არსი არის, რომ ვერ შევეგუებით ევროპული არჩევანის დაბლოკვას ე.წ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენს თვალწინ ქართული სახელმწიფო ნგრევა ხდება.
მიხეილ სააკაშვილი არის ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და არქიტექტორი. სწორედ 21 წლის წინ სააკაშვილმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა და თქვა ისტორიული სიტყვები: „საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენ ქართველები აუცილებლად გავხდებით, ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრები“. რუსულმა პროპაგანდამ, რომელშიც წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით დოლარს ხარჯავდა კრემლი, ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებრივი აზრი ვერ შეკრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
გარდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნისა, აუცილებლად მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ თანაქალაქელებს განსაკუთრებით გამოვყოფთ, მზია ამაღლობელსა და ზვიად ცეცხლაძეს“, – აღნიშნა ენმ-ს წევრმა კახა მიქელაძემ.
აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან დავითაშვილი – აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება