„თავისუფლება მზიას“ – ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

„თავისუფლება მზიას“, – ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოძიებას სამი ცრუ ბრალდება აქვს წარდგენილი.
შეკრებილები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დროულ გათავისუფლებას. მათ მიაჩნიათ, რომ ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას“, – ისმის შეძახილები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, კოლეგები თბილისიდანაც შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის გამოკითხვა მოხდება. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, ევროკავშირის ოფისის, ასევე პოლონეთისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია