„თავისუფლება მზიას“ – ამ მოთხოვნით ს იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება მზიას“, – ამ მოთხოვნით ს იუსტიციის სახლთან გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისმის შეძახილები „სირცხვილია“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურორებს ტრანსპარანტებით დახვდნენ. ასევე, დატოვეს სტიკერები, რომელზეც პროკურორთა ფოტოებია ასახული. ჟურნალისტები, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
„ყველა პოლიტპატიმრის საქმეში პროკურორები მთავარი არიან, იციან, რომ დაკავების არასწორი ფაქტებია, გაყალბებულია ოქმები. გავიხსენოთ ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიას საქმეც.
როდესაც თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, როგორ უნდა დაიცვა თავი? გაგინებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებენ. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია