“თავისუფლება ადამიანის ყველაზე ღირებული მონაპოვარია” – გიული ჩოხელის უცნობი ნიჭი

თავისუფლება ადამიანის ყველაზე ღირებული მონაპოვარია. ამბობენ, თავისუფლება მუსიკაში ჯაზიაო. ჯაზის ხსენებისას კი, ალბათ, ყველა ქართველს გიული ჩოხელი ახსენდება. “კურიერი P.S.-ი” მაყურებელს უყვება გიული ჩოხელზე – თუმცა არა როგორც ჯაზვუმენზე, არამედ – როგორც მხატვარზე.
როგორც თავად ამბობს, ხატვაც ისე, როგორც ჯაზი, მის ცხოვრებაში სულ არსებობდა, მთავარი ფასეულობა კი აქაც თავისუფლება იყო.
როცა მის ნამუშევრებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ 88 წლის ხელოვანის არაორდინალურობა აქაც იგრძნობა. ხატავს საღებავებით, თუმცა ფერების შერწყმის საშუალება მხოლოდ საღებავი არ არის – ხატავს პოლიეთილენის პარკებითაც. გადაწყვიტა, გამოფენა ახალგაზრდა მხატვართან – ივანე კეზუასთან ერთად მოეწყო, რომელმაც ჯაზვუმენის პორტრეტი სპეციალურად ამ გამოფენისთვის დახატა.
ავტორი: ანი გენებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ეს სტანდარტი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მოთხოვნა, რომლის გამოყენების სამართლიანი უფლება აქვს ქართულ სახელმწიფოს