თავისუფალი მედიის პრემია დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსაც გადაეცა

ნორვეგიის „Fritt Ort“-ისა და გერმანიის „ZEIT Stiftung Bucerius“-ის ფონდის მიერ დაწესებული პრემია, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და პროფესიონალ, მამაც ჟურნალისტებს ეძლევათ ასევე აზერბაიჯანელ დაპატიმრებულ ჟურნალისტს „AbzasMedia“-დან, ნარგიზ აბსალამოვას ერგო [პრემიის ლაურეატებს შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც].
აბსალამოვა დაჯილდოვდა რეპორტაჟებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისათვის.
„მან თავი მიუძღვნა კლიმატის პრობლემების, კორუფციისა და სოციალური უფლებების გაშუქებას. მან გამოხატვის საშუალება მისცა მოწყვლად გარემოში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე დისკრიმინაციის წინაშე მდგომ ქალებსა და ახალგაზრდებს. მის ვიდეორეპორტაჟებს სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა აქვს და დადებითი გავლენა მოუტანია სამოქალაქო საზოგადოებას. მას კამერა ხელისუფლებამ რამდენჯერმე ჩამოართვა და ის რამდენჯერმე გახდა პოლიციის მხრიhttps://netgazeti.ge/news/770512/დან ძალადობის მსხვერპლი,“ – ნათქვამია „AzadMedia“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
· მედია-პლატფორმა Gwara Media ()
· ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
· საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი)
· ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა ()
· მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
· ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)