თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მსვლელობით “პოს TV”-სთან და “იმედთან” მივიდნენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორების საპროტესტო მარში გრძელდება. ისინი გადაადგილდებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა“, „გააშუქე სიმართლე“ და ა.შ.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ლუბლიანას ქუჩაზე იმყოფებიან, საიდანაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
მანამდე მარშის მონაწილეები იმყოფებოდნენ „პოსტვისთან“, შემდეგ კი „იმედთან“, სადაც სიმართლის გაშუქება მოითხოვეს.
ამასთან, მარშის მონაწილეები ასევე ითხოვენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეთა მსვლელობას ასევე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge