“თავისუფალი ბიზნესის” პეტიციაზე ხელმომწერი ბიზნესის ნაწილს პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს – განმარტება

“თავისუფალი ბიზნესის” პეტიციაზე ხელმომწერი ბიზნესის ნაწილს პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს – განმარტება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში კომპანია “თბილღვინოს” შესახებ წერს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელი, რომელმაც საზოგადოებას თავი არაერთი კრიტიკული განცხადებით დაამახსოვრა და მმართველ გუნდს პრორუსად აცხადებს, “თავად რუსეთთან ურთიერთობით ტკბება”.
“მოკლედ მოგიყვებით კომპანია “თბილღვინოზე”:
ის ერთ-ერთი ხელმომწერია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პოლიტიკას უწუნებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
მისმა მფლობელმა გიორგი მარგველაშვილმა არაერთი კრიტიკული განცხადებით დაგვამახსოვრა თავი. პოლიტიკას გვიწუნებს, პრორუსად გვაცხადებს, როგორც ჩანს, ს დასანქცირებაც სურს და, ამის პარალელურად, თავად რუსეთთან ურთიერთობით ტკბება.
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს…
ამბავი მოკლედ, ციფრებში ასე გამოიყურება: “თბილღვინო” 2021 -2024 – მ.შ. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი – 9 674 708 ლარი”, – წერს ნინო წილოსანი.
ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, – აცხადებს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, რომელიც ხელს აწერს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს.
“პრაიმტაიმი” პეტიციის პლატფორმის დამფუძნებელს გიორგი ჩუგოშვილს დაუკავშირდა.
ბატონო გიორგი, ბიზნესმენები, რომლებიც პეტიციას ხელს აწერენ, ნაწილს სწორედ რუსეთში გააქვს პროდუქტი, ეს გარკვეულ უხერხულობას ხომ არ ქმნის?
– 2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა. ეს ხალხი ითხოვს დეესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ იქ არაფერი წერია, იქ წერია, რომ ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს.
უხერხულობას არ ქმნის, რომ ეს ხალხი რუსეთიდან იღებს შემოსავალს?
არ ვიცი, ვინ დათვალა საიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ? 2400 კომპანიაა, მე რაც ვნახე, 4 წლის ჯამური ბრუნვაა, რაც რუსეთიდან აქვთ. ზოგიერთ კომპანიას ეწერა 100 000 და ეს თანხა ბიზნესისთვის კაპიკებია .
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა, სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.
“არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი ს დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას,” – წერია პეტიციაში.