თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, ხაზარაძესთან არიან ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ – ახლა თურმე საქართველო პროირანული ყოფილა

თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, ხაზარაძესთან არიან ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ – ახლა თურმე საქართველო პროირანული ყოფილა
თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ -მა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაიცვას შავი ზღვის რეგიონში.
ამასთან, ხაზარაძე ხელისუფლებას “არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმად” მოიხსენიებს. შარმანაშვილის განცხადებით, სწორედ ხაზარაძის პარტიაში არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობდა, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ბრიუსელში ჩივილით ხელი შეეშალა, ამასთან, ხაზარაძესთან არიან ისინიც, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ახლა კი, ისინი საქართველოს პროირანულს უწოდებენ.
“დადგა თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების საქმე, ისევ იგივე პერსონაჟები, რომლებიც, სხვათა შორის, ხაზარაძესთანაც არიან, მათ შორის, ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, ისინიც მის პარტიაში არიან – გაიქცნენ ისევ ბრიუსელში და დაიწყეს ჩივილი იმაზე, რომ მოდით, არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ახლა, თურმე, საქართველო პროირანული ყოფილა. რომელიმე თქვენგანმა, ვისაც ნათელი გონება აქვს, რაც არ უნდა დაგავალონ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ საქართველო პროირანული ქვეყანაა?”- აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს