თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი -ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი სათვის

თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი -ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი სათვის
„დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე,“ – აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი. მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.
„რეპუტაციული ზიანი გარდაუვალი იქნება -სთვის, იმიტომ, რომ მაგალითად ყოფილი კრიმინალები, ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ქართულმა საზოგადოებამ მოიცილა და პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ს გზით, მაგალითად კეზერაშვილი, თავისუფლად დადის დასავლეთში. ასევე ადეიშვილი, რომელიც არის იმ ძალიან მძიმე, მწამებლური პოლიტიკის არქიტექტორი, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანასაც და თითოეულ ოჯახსაც – მას ევროპარლამენტში მაღალი დონის პოლიტიკურ მასპინძლობას უწევენ. ამ დროს კი, საქართველოში, კანონმდებლები უნდა დაასანქცირონ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ იმ ფორმით, რაც დასავლეთში არის მიღებული. რიგი ქვეყნები იღებენ გამჭვირვალობის კანონებს იმიტომ, რომ ისინიც ხედავენ ამ საფრთხეს.
თურმე დასავლეთში ეს პროცესი დასავლურია და ჩვენთან- რუსულია.
ღიად გვითხრეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დავთმოთ, თუ გვინდა დასავლეთი. დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს საფრთხეს. ის რაც დღეს ხდება, ეს არის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და არის საკმაოდ მძიმე. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ქუჩაში ახალგაზრდები უყურებენ, ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს ვისაც გულწრფელად ჰგონია, რომ ენერგიას ხარჯავს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და მისი ევროპული მომავლისათვის. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ აკერმანის გაკვეთილებით გაზრდილ ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, ვისაც კონკრეტული მიზანი აქვთ. ხედავთ, რომ რეგიონში არის უმძიმესი ვითარება, ახლო აღმოსავლეთზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ – რუსეთის დაპირისპირებაზე და ეს არ არის მხოლოდ - რუსეთის დაპირისპირება. ეს არის დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის და აქ თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი. ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის.“- აღნიშნა ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია