“თავებს ნუ დაიკომპლექსებთ ნაკრების თამაშის ყურებით, პოპ-კორნის ჭამით – ცხოვრებაზე უარის თქმით ვერავის დავეხმარებით” – ბადრი გრიგალაშვილი

გირჩი–მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
რთული მდგომარეობაა,
უფრო რთულია როცა პატიმრები გვყვავს ციხეში, თუმცა, ამაზე რთულიდანაც გამოსულა ეს ქვეყანა, თავებს ნუ დაიკომპლექსებთ ნაკრების თამაშის ყურებით, გულშემატკივრობით, პოპ-კორნის ჭამით და ა.შ. ცხოვრებაზე უარის თქმით ვერავის დავეხმარებით. ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მაინც ერთხელაც არ ყოფილა რუსთაველზე და უსამართლო ქვეყნის ტვირთს მთლიანად თქვენს სინდისზე ნუ აიღებთ. ბრძოლა გრძელდება, ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც.
ისინი უნდა წუხდნენ ფეხბურთის ყურების დროს, ვისაც ერთი სიტყვაც არ დასცდენია ამდენ უსამართლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“