თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ – გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
დღესვე, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს.
ექვსი წლის წინ, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გმირის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი