თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოსა და თავდაცვის ატაშეს, მეორე რანგის კაპიტან, ფილიპ გრუსენმეიერს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი პერსპექტივები მიმოიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!