თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს.
სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ, ტურნირში წარმატებით გამოსვლა მიულოცეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.
შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებას „მარშირება რთულ რელიეფზე“, რომელიც მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით ჩატარდა, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი ედინბურგი მასპინძლობდა.
მასში -ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ ჩაჩანიძისა და ხუთი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი. ვიცე-პოლკოვნიკმა ბეჟან მეტრეველმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ცენტერაძემ, უფროსმა სერჟანტმა ზურაბ დავითოშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა როლანდ მარტიროსოვმა, კაპრალმა ლერი გიკაშვილმა ტურნირში ოფიციალურად ჩართვამდე, ორთვიანი ინტენსიური მომზადება საქართველოში გაიარეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.
ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ შეჯიბრში რეგულარულად იღებენ მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია