თავდაცვის სამინისტრო – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გასულმა აბიტურიენტების 60%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
„გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. მათმა უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი. მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, 15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი გრანტით.
ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი, სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები