თავდაცვის მინისტრს სჯერა, რომ დასავლური დახმარებები საქართველოს კვლავ აღუდგება

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 11 ივლისს ისაუბრა საქართველოს პარტნიორების, -სა და ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე.
ორივე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას მოჰყვა, რომლის გადახედვასაც, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს. ამის მიუხედავად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების გადაწყვეტილებები შეიცვლება.
აშშ-ის მხირდან „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ საუბრისას, ჩიქოვანმა თქვა, მსგავსი საერთაშორისო წვრთნები ორმხრივ სარგებელს ატარებენ. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ შეჩერებით, სარგებელი მოაკლდა თავად აშშ-საც. გარდა ამისა, ჩიქოვანმა თქვა, რომ ამაზე საქართველოს ექნება „კოორდინირებული რეაგირება“.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რადგანაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, მეორეს მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა, რომ გავიცნოთ, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება […]
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გრძელდება და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის,“ — განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან გადმოსარიცხი 30 მილიონის გაყინვას, რომელიც სწორედ თავდაცვის ძალების განვითარებას უნდა მოხმარებოდა, მინისტრი ამ შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ეს პროგრამა კვლავ ამოქმედდება საქართველოში. თუმცა, ირაკლი ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, რა აძლევს ამ მოლოდინის საფუძველს.
„ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას,“ — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
9 ივლისს, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩნსკის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
რამდენიმე დღით ადრე, აშშ-მ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
ამ მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ც. დღეს, 11 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მან აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს სამწუხარო უწოდა. კობახიძის შეფასებით, “ასეთი გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით”.
ამავე თემაზე:
· „რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ — სენატორი საქართველოში წვრთნების უვადო გადადებაზე
· სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არაა – დანიგანი ერთობლივი წვრთნების გაუქმებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!