თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩს, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის დადებითი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე.
ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში