თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ დიპლომატებს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება.
„მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას