თავდაცვის მინისტრი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.
თავდაცვის მინისტრმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას. შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა