თავდაცვის მინისტრი – საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო.
„სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს“, – აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა