თავდაცვის მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატს სოლიდარობა გამოუცხადა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ