თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, 2024 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო