თავდაცვის მინისტრი ენგურზე საბაჟოს მოწყობაზე – საერთაშორისო არენაზე ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ ყველა უკანონო ქმედება გავაპროტესტოთ

ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ენგურზე საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ისინი არცერთ შემთხვევაში ლმობიერები არ იქნებიან უკანონო ქმედებებზე.
„ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება. იცით, თქვენ ბოლო შემთხვევა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ჩვენ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, მე როდესაც მონაწილეობა მივიღე ახლა, სამმხრივ მინისტერიალში და სხვა მინისტერიალებში, ყველგან დავაფიქსირე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმკაცრესი პოზიცია ამ შემთხვევაში და ჩვენ არ ვიქნებით არცერთ შემთხვევაში ლმობიერები უკანონო ქმედებებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე