თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.
მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც.
აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, კომანდერი სტივენ ქუანტრილი და გაერთიანებული სამეფოს მრჩეველი თავდაცვის სამინისტროში, ქლერ ჰენდერსონი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში