თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც ტირანაში, ალბანეთში ჩატარდა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა ს ფედერაციის მიერ სა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.
მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს ტირანაში (ალბანეთი). იგი აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, , იტალია, თურქეთი, ალბანეთი, რუმინეთი, , მოლდოვა, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან

პრემიერი – როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით