თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა – ირაკლი ჩიქოვანი

„თავდაცვის ახალ კოდექსში არსებული შეთავაზება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ემსახუროს საქართველოს, არის ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ძალიან დიდია ის სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ამ ადამიანებს უზრუნველყოფს“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი Live”-ში.
თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი ეყრდნობა ნატოს სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკას და ქართულ რეალობასთან ადაპტირებულია. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში კოდექსს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, თუმცა კრიტიკოსების მხრიდან უკეთესის შეთავაზება არ ყოფილა.
„ამ კოდექსს ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, შეთავაზება უკეთესის არ ყოფილა“, – განაცხადა მან.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში ჩართულია როგორც სამოქალაქო ოფისის, ისე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
ამ კონტექსტით ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრების შთაბეჭდილებები გაუზიარა:
„აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თავდაცვის ძალების ისტორიით და ჩემთვის მართლაც საამაყოა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დასჭირდა ამ ადამიანების ერთგულება და პროფესიონალიზმი, ისინი იყვნენ იქ, სადაც სჭირდებოდა სამშობლოს და გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ ძალებში იყო“.
მინისტრმა „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი