თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ გაიხსნა. კურსი წელს მეორედ ტარდება. მასში სამთავრობო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სემინარის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე ინფორმაციას ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ.
მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი