თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა.
ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ – დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი