თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში იმართება.
აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.
წლევანდელ ფორუმზე განსახილველი საკითხებია: ტექნოლოგიები, ციფრული ვალუტა, კიბერუსაფრთხოება, უცხოური ინვესტიციები, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი თაობის ტელეკომუნიკაციები, ფინანსური ქსელები, სტრატეგიული მინერალები, საზღვაო კაბელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მათთან დაკავშირებული საფრთხეები.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, -ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის და ფილიპინების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარტინ რომუალდეზის მიწვევით მონაწილეობს.
ფორუმის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს