თავდასხმის საფრთხის გამო, ვენაში გაუქმდა ტეილორ სვიფტის კონცერტები

ტეილორ სვიფტის “ერას ტურის” ფარგლებში დაგეგმილი უახლესი კონცერტები გაუქმდა. მიზეზი შესაძლო თავდასხმის რისკი გახდა.
ამერიკელ მომღერალს შოუ ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა ჩაეტარებინა. ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს დააკავეს სავარაუდოდ ე.წ. ISIS-თან დაკავშირებული ორი მოქალაქე. მათგან ერთი 19 წლისაა.
BBC ავრცელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის გენერალური დირექტორის განცხადებას. ფრანც რუფის ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან “ერთგულების ფიცი” რამდენიმე კვირის წინ, ივლისის დასაწყისში დადო.
“ორგანიზატორების მიერ ტეილორ სვიფტის კონცერტის გაუქმება მიძმე იმედგაცრუებაა ყველა გულშემატკივრისთვის. ვენაში დაგეგმილი ტერაქტის გამო სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. სამართალდამცველების მუშაობის წყალობით, საფრთხეების იდენტიფიცირება დროულად მოხდა, რამაც აგვაცილა ტრაგედია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.
Die Absage der Taylor Swift Konzerte durch die Veranstalter ist für alle Fans in Österreich eine herbe Enttäuschung. Die Situation rund um den offenbar geplanten Terroranschlag in Wien war sehr ernst. Dank der intensiven Zusammenarbeit unserer Polizei und dem neu aufgebauten DSN… — Karl Nehammer (@karlnehammer) August 7, 2024
ვენაში დაგეგმილი სამი კონცერტიდან თითოეულს 65 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, ტერიტორიის გარეთ კი დაახლოებით 22 000-მდე გულშემატკივრის შეკრება იყო მოსალოდნელი. ორგანიზატორების განცხადებით ბილეთების ფული თითოეულ მათგანს 10 დღის ვადაში დაუბრუნდება.