თავდასხმები წითელ ზღვაში | ახალი ცხელი წერტილი მსოფლიოში

ახალი ცხელი წერტილი მსოფლიოში. სავაჭრო გემებზე იემენელი მეამბოხეების თავდასხმის პასუხად შეერთებული შტატები და ბრიტანეთი დაბომბვების სერიას ახორციელებს. ამერიკულმა ავიამზიდებმა და ბრიტანულმა ავიაციამ ფაქტობრივად ერთდროულად ჰუსიტების ბაზებზე წერტილოვანი თავდასხმები განახორციელეს. ჯამში 70-ზე მეტი აფეთქებით მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული. დასავლელი მოკავშირეების ქმედებას თავად იემენში უდიდესი სახალხო მღელვარება მოყვა. ქვეყნის ხელისუფლება შურისძიებითაც კი იმუქრება. ამბოხებულების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თავდასხმა მხოლოდ სკენ მიმავალ გემებზე ხორციელდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროის განმავლობაში წითელ ზღვაში ხომალდების მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყდა.

ავტორი