რუსეთში, ვოლოგდის ოლქში მდებარე ჩერეპოვეცის მეტალურგიულ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა. ვოლოგდას რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, გეორგი ფილიმონოვის თქმით, „ინციდენტი ღუმელების წარმოებაში გაურკვეველი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად“ მოხდა.
Cherepovets Iron and Steel Works მეორე უდიდესი ფოლადის წარმოების ქარხანაა რუსეთში. ის ალექსეი მორდაშოვის კუთვნილ კომპანია Severstal-ს, ეკუთვნის. კომპანია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა.
ცნობისთვის, გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად, კურსკის ოლქში სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია “Металлоинвест”-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.