“თავდასხმა პოლიციასთან წინასწარ შეთანხმებული იყო” –

პრეზიდენტის საჩივარი რეჟიმის წინააღმდეგ პროკურატურაშია. მასზე განხორციელებული თვადახსმის ორგანიზატორების იდენტიფიცირებას ითხოვს.
სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა აეროპორტში თავდამსხმელების გადაღება მოახერხა. ბესელიას თქმით, აღნიშნული მასალიდან, მინიმუმ, ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
მცირე ნაწილი გადაღებული აქვს პრეზიდენტის თანმხლებ პირს და ეს ვიდეო შენახული აქვს, სადაც, მინიმუმ, ორი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ამ კადრებში ჩანს. შესაძლებელია, მეტისაც, თუმცა იქ იყო 10-ზე მეტი ადამიანი. იქ არცერთი პოლიციელი არ იდგა არც იქამდე და არც თავდასხმის მომენტში და არც შემდგომ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ წინასწარ შეთანხმებული იყო. როგორც წესი, იქ სულ პატრულირებს სხვადასხვა ჯგუფი პოლიციის. სხვათა შორის, დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, მათაც სცადეს მიმართვა პოლიციისთვის, მაგრამ არავის რეაგირება არ მოუხდენია, არავინ ჩანდა. პრეზიდენტმაც უთხრა დაცვას. სახეზე რამდენიმეს თანმხლები პირებიც იცნობენ. 4 ადამიანი ახლდა პრეზიდენტს, ოთხივე მათგანი დასაკითხია, 4-ვე მათგანის ვინაობა მივუთითეთ და საკონტაქტო ინფორმაცია, – ამბობს ბესელია.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)