თავდასხმა ერაყის ბასრას პორტზე – ირანმა პასუხისმგებლობა აიღო

თავდასხმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად ნავთობის ორ უცხოურ ტანკერზე – დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.

ფარჰან ალ-ფარტუსის განცხადებით, ერაყში კომერციული პორტები ღია რჩება, თუმცა ნავთობტერმინალები დახურულია.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული