თავდასხმა ახალგაზრდებზე და მორიგი რეგულაცია აქტივისტებისთვის | “ოცნების” ახალი ინიციატივა

მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტს “ქართული ოცნება” რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. მმართველმა პარტიამ დღეს დააანონსა, რომ იწყებს მუშაობას შესაბამის კანონზე, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის ფაქტებზე სასჯელს გაამკაცრებს.
კონკრეტულად რას გულისხმობდა საკუთრ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი, უცნობია – უფრო მეტ კონკრეტიკას “ქართული ოცნება” საგაზაფხულო სესიისთვის გაასაჯაროვებს. ამ ინიციატივით მმართველი პარტია გამოვიდა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოძლადეთა დაჯგუფებები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიიჭრნენ მუქარისა და ანგარიშსწორების შეძახილებით. ადგილზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

ასევე დაგაინტერესებთ