“თავდამსხმელი პირდაპირ ამბობდა, “მე მამა მოვკალი და ახლა თქვენ დაგხოცავთო”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს. ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჩეხეთის რადიოს ჟურნალისტმა გაავრცელა.
ლიკლიკაძის ინფორმაციითვე, თავდამსხმელი ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
15 ადამიანი უკვე არის დაღუპული, 24 არის დაჭრილი. ისინი სამედიცინო გამოკვლევის ქვეშ იმყოფებიან. ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, 24 წლის სტუდენტი ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტიდან არის, სადაც მოხდა ეს შემზარავი ტრაგედია. მან ოპტიკურ სამიზნიანი იარაღით დაიწყო სროლა. ისროდა როგორც შენობის შიგნით, მერე შენობის სახურავიდან ისროდა… ვიდეოკადრებში ჩანს ჩეხურად რომ იძახის, დაგხოცავთო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ჩეხეთის რადიოს ძალიან ცნობილმა ჟურნალისტმა თქვა, რომ ის პირდაპირ ამბობდა, რომ “მე მამა მოვკალი და ახლა თქვენ დაგხოცავთო”. ჩეხეთის პოლიციის უფროსი გამოვიდა ცოტა ხნის წინ, დაახლოებით ყოველ ნახევარ საათში ატარებს პრესკონფერენციას ჟურნალისტებისთვის რადგან ძალიან დიდია ინტერესი. მან თქვა, რომ თავდამსხმელი, რომელიც დაიღუპა, ერთი ვერსიით პოლიციელებმა მოკლეს, მეორე ვერსიით, გადმოვარდა და თავი მოიკლა. ჩამოვიდა სოფელ გოსტუნიდან იმისთვის, რომ, სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, მოეკლა თავი. და მანამდე ეს დაადასტურა ჩეხეთის პოლიციის უფროსმა, მან სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი მამა, – თქვა კობა ლიკლიკაძემ.
მისივე თქმით, პოლიციის უკვე არსებული ინფორმაციით, არანაირი მინიშნება არ არსებობს იმისა, რომ ამ ქმედებას რაიმე კავშირი ჰქონდა საერთაშოროისო ტერორიზმთან.
ლიკლიკაძის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ჩეხეთის პოლიცია შემთხვევის ადგილას მუშაობს და იძიებს, ხომ არ დაუტოვებია თავდამსხმელს შენობაში რაიმე ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა.
იხილეთ ასევე:
· პრაღაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
· “ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის” | საქართველოს საელჩო ჩეხეთში