„თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, სანამ მათ პირადად არ ვნახავ, ვერ დავწერ დეტალებს“ – თამუნა მუსერიძე

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტმა, პროექტის „ვეძებ“ ავტორმა, მ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა.
თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვაში განმარტავს, რომ გარკვეულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, ვინაიდან მისივე თქმით, მისმა მშობლებმა არ იციან აღნიშნული ინფორმაცია.
„მესმის და ვითვალისწინებ პასუხისმგებლობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყვნენ ჩემი მშობლის ძიების პროცესში და ყველანაირად მეხმარებოდნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, ვერ დავწერ სხვა დეტალებს, სანამ მათ პირადად არ ვნახავ.
რამდენიმე დღეში ვნახავ პირადად და შემდგომ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით…
საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან, ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ უკვე ყველაფერი გაირკვა“

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ