“თავად შეგვიძლია შევაფასოთ რა ტიპის სახელმწიფოს ვიღებთ ახლა, ეს არის რუსული ტიპის სახელმწიფო” – რესან ქიქავა

“ის რაც ხდება არის უბრალოდ კატასტროფა და შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს გამოუსწორებელ სისხლის ღვრამდე” – განცხადება “ექსპო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, რესან ქიქავამ, BMGTV ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” გააკეთა.
მისი თქმით, ეს პროცესები უამრავი წლით დაგვხევს უკან, ამ დროს ჩუმად ყოფნა, პროტესტი სახლში არ არის გამოსავალი.
“შიდა მმართველობა, საგარეო ურთიერთობები – ჩვენ თავად შეგვიძლია შევაფასოთ რა ტიპის სახელმწიფოს ვიღებთ ახლა, ეს არის რუსული ტიპის სახელმწიფო”, – აცხადებს რესან ქიქავა.