თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე, 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს

ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც სასარგებლოდ“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა ითამაშა რუსეთი სასარგებლოდ და მისი ქმედებების შედეგად იზარალა საქართველომ.
„მიხეილ სააკაშვილი ასეთი სულელი გგონიათ, რომ მან დაუშვა, თითქოს რუსეთს ომს მოუგებდა, ან არ იცოდა ეს რა შედეგს დააყენებდა? სინამდვილეში მან ითამაშა სწორედაც რუსეთი სასარგებლოდ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზნებისთვის მორგებული გადაწყვეტილებით ზარალი ვინ ნახა? მხოლოდ საქართველომ. მინდა, გავიხსენო რიჩარდ მაილსის განცხადება, რომელიც მაშინ იყო -ს ელჩი საქართველოში და ამბობდა – პრეზიდენტ სააკაშვილს რომ მთელი აღჭურვილობა არ ეყიდა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე, რომ საქართველო ომში ჩაერთო. ასევე, კონდოლიზა რაისი ამბობდა – სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებისთვის რუსეთს მისი პროვოცირების უფლება მისცა.
ასევე, გერმანიის მაშინდელი ელჩი ამბობდა, საქართველოს მთავრობამ რუსეთს საქართველოში შეჭრის ხელსაყრელი პირობები შეუქმნაო. ჯონ მაკკეინი, რომელიც მეგობრობით გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილთან, ამბობდა, რომ საქართველოში სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა კონფლიქტის ინიცირებით. ნიკოლა სარკოზიმ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და თქვა ასეთი რამ – მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიტუაცია დაეძაბა და რუსი დათვი გაეღვიძებინა. ანუ, თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე. 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს,“ – განაცხადა ხუნდაძემ.
Previous: ვერ გადაუწყვიტავთ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი