,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი თადუმაძის გომელაურის მოადგილედ დანიშვნას ეხმაურება:
,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა. ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს -ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას – ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი ფართო გაგებით). ამის ნათელი დასტური იყო კბილაშვილი და თადუმაძე გენპროკურატურაში და ამის კიდევ უფრო ნათელი დასტური იქნება, თადუმაძე -ში განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!