ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა – საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 79:93 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. მთავარი ამოცანა მეტოქისთვის პერიმეტრის გადაკეტვა, მარკანენის და მათი სხვა ლიდერების ნეიტრალიზება იყო, რაც ვერ მოახერხეს. თავიდან თამაში თანაბარი იყო, თუმცა „სუომიმ“ სამქულიანების ხარჯზე გაქცევა მოახერხა და პირველი მეოთხედი 15:28 წავაგეთ. მეორე პერიოდის შუაში სხვაობა 9 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე სწრაფ კონტრშეტევაზე უკეთ მოქმედებდა, შანსებს უზადოდ იყენებდა, ორი ტექნიკური მივიღეთ და პირველი ტაიმი 57:40 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ თავიდან თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბოლდუინი ისევ ვერ ირჯებოდა სათანადოდ, ქართველი კალათბურთელებიდან მხოლოდ რამდენიმე აგროვებდა ქულებს, ფინელები 20 ქულით დაწინაურდნენ, სანაძის ძალისხმევით სხვაობა შევამცირეთ, ბოლო პერიოდის წინ კი ტაბლოზე 71:62 დაფიქსირდა. დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა შევძელით, ვიზავის მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. მერე ბითაძემ არასპორტული მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია, რაც „სუომიმ“ გამოიყენა, ისევ გაგვექცა, რასაც მამუკელაშვილის სამიანი, შენგელიას და ბოლდუინის ზუსტად შესრულებული საჯარიმოები მოჰყვა. ვალტონენმა ორი სამქულიანით გვიპასუხა, შენგელია არასპორტულით და ტექნიკურით დაისაჯა და მატჩის ბედიც გადაწყდა.
ჩვენს გუნდში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო, სანაძემ 19 ქულა ჩააგდო, შენგელიამ 18, ბითაძემ 14, ბოლდუინმა, შერმადინმა და ბურჯანაძემ 2-2.
ფინელთაგან 19 ქულა იანტუნენმა ჩააგდო, 17 მარკარენმა, 15 მაქსუნიმ, 14 სალინმა.
საქართველოს ნაკრებმა ფინეთის ძლიერი გუნდის ძლევა ვერ შეძლო, მაგრამ მეოთხდფინალში გასვლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.
· დავით 67 რუსმა კომენტატორებმა დაგვცინეს. მთავრობამ მილიონ დოლარზე ცოტა მისცა გუნდსო და ის მომენტი იყო როცა შენგელიამ ჩააგდო და მხოლოდ მას უნდა უფრო მეტიო სხვები კმაყოფილები არიან ამითაცო. დასკვნა ასეთია სხვის დასაცინად არ უნდა გაიხადო საქმე, მითუმეტეს რუსის. მთავრობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა. რა საჭირო იყო ეს ჟესტი. ისტორიული შედეგი არა ისა. ფინალი რომ ყოფილიყო კიდე ჰო.
· გეგა პერიმეტრის დაცვა უნდა! ჯიგარო
· ელიასი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს არასდროს, არასდროს კარგად არ უთამაშია ზედიზედ ორჯერ. ყოველ მნიშვნელოვან გამარჯვებას ყოველთვის მოჰყვებოდა კრახი. როგორც ჩანს, მოგება ამ ვაჟკაცებს ტვინს უხურებს და შეხურებულზე ფსიქობას და ძველბიჭობას იწყებენ. ევრობასკეტის მეოთხედფინალისტობა საკმაოდ მაღალი შედეგია, თუმცა მგონია, რომ ეს ამათ უმაღლეს მიღწევად დარჩება ამ საუკუნეში.
· toy ფსიქოლოგი სჭირდება ნაკრებს,
· 912 საქართველო, კარგ კერძს გავს რომელსაც მარილი არ აქვს და გემოს ვერ ჩაატან…
· სამართალი თქვენ რომ ერთ ამბავში ხართ, მაშინ ესპანელებმა და ფრანგებმა ვენები უნდა გადაიჭრან.
· Irakli საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც შეგიძლია დღეგამოშვებით როგორც აქო ადიდო მაგარი თამაშისათვის, ისე პირიქით ადო მოწაში საშინელი თამაშისათვის:)
· სტალინი არც ერთ გუნდურ სახეობებში საქართველო დიდ ტურნირებზე ნახევარფინალში არ ყოფილა. სამწუხაროდ ვერც 🏀 შეძლეს
· Gio Bitazes ra unda enbeashi an bolduins baiernshi.6tamashi 1tamashs tamashoben.3mianebs icit ro agdeben da mainc ver ketav,kmayofiëdebi ukve mixweylit finetan romelsac naxevar finalshi naxet ras uzaven.
· ალექს მადლობა ბიჭებს ამ ისტორიული შედეგისთვის. მადა ჭამაში მოდისო და რათქმაუნდა გულდაწყვეტილები ვართ,თუმცა ფინელებს მართლა მაგარი გუნდი ყავთ. ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და რეალურად თუ შევაფასებთ ყველაფერს გასაოცარი შედეგია. სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ლატვია დარჩა ჩვენს უკან. წარმატებები ნაკრებს!
· მამუკა ბოლდუინმა უსუსტესი თამაში ჩაატარა, არა და შეიძლებოდა მოგება მიუხედავად ფინელების ამდენი სამქულიანისა. მაინც მადლობა ბიჭებს, მგრად იბრძოლეს, რომ არა ბითაძის გაძევება, იქნებ გარდატეხაც შეეტანათ.
· ირაკლი რა ვთქვა არვიცი. ჩასაფრებული ნამდვილად არ ვარ ნამდვილად. მემგონი პროფესია დაავიწყდა ზოგიერთს დღეს (პროფესიონალიზმზე არ ვამბობ) შეცვლებმა წააგო 41-4 ხალხნო. ან გინახავთ ასეთი რეგრესი მოთამაშის 5 დღეში? ბურთს ვერ აგდებდეს კალათში? და კიდევ ფსიქოლოგი არ ჰყავს ნაკრებს?
· zura222 ნუუ რა გინდა რომ ქნა ? ბურთს არ აცილებდნენ ის ჩემანალები @ ასეთი სროლებით გერმანიასაც მოუგებენ და ფინალში საბერძნეთსაც !