“ზღაპრები მოუყვნენ ხატია სიჭინავას და სოფო ბედიას ქმარს, ისინი მათ დაუჯერებენ” – მაკა ჩიხლაძე

პროდიუსერი, მაკა ჩიხლაძე “ქართული ოცნების” ახალ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდამსხმელების დასჯა უნდათ, თუმცა მოძალადეების იდენტიფიცირება ვეღარ ხერხდება, პასუხობს და ამბობს:

“ზღაპრები, რასაც ახლა ჰყვებიან, შეუძლიათ, მოუყვნენ მაგალითად, ხატია სიჭინავას და სოფო ბედიას ქმარს, ისინი მათ დაუჯერებენ.

თუ მაგალითად, ჩემი საქმის გამოძიება უნდოდათ, 8 თვის წინ უნდა გაეკეთებინათე ეს. ვიდრე სამხილები განადგურდებიდა და არა – ახლა.

მე თვითონ მივუთითე გამომძიებელს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები  რომელი ქუჩიდან უნდა ამოეღო, რომ ჩემზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები უნიღბოდ ენახა.  დავეხმარეთ და 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოვახერხეთ და თურმე, 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა ვერ დასრულდა. მათ შეუძლიათ ის ადამიანი დაიხმარონ, რომელიც უნიღბოდ ჩანს”

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ