პროდიუსერი, მაკა ჩიხლაძე “ქართული ოცნების” ახალ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდამსხმელების დასჯა უნდათ, თუმცა მოძალადეების იდენტიფიცირება ვეღარ ხერხდება, პასუხობს და ამბობს:
“ზღაპრები, რასაც ახლა ჰყვებიან, შეუძლიათ, მოუყვნენ მაგალითად, ხატია სიჭინავას და სოფო ბედიას ქმარს, ისინი მათ დაუჯერებენ.
თუ მაგალითად, ჩემი საქმის გამოძიება უნდოდათ, 8 თვის წინ უნდა გაეკეთებინათე ეს. ვიდრე სამხილები განადგურდებიდა და არა – ახლა.
მე თვითონ მივუთითე გამომძიებელს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები რომელი ქუჩიდან უნდა ამოეღო, რომ ჩემზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები უნიღბოდ ენახა. დავეხმარეთ და 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოვახერხეთ და თურმე, 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა ვერ დასრულდა. მათ შეუძლიათ ის ადამიანი დაიხმარონ, რომელიც უნიღბოდ ჩანს”