ზუსტად 5 წლის წინ კვარაცხელიამ ნაკრებში პირველად ითამაშა – მალე ყველაზე შედეგიანი…

ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესარჩევი ეტაპის ყველაზე სუსტი მეტოქის, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ს ენდო და დებიუტანტი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 47 წუთი გაატარა, ფლანგიდან რამდენჯერმე იაქტიურა და ის გიორგი პაპუნაშვილით შეცვალეს.
მაშინ ხვიჩას გულშემატკივრები ნელ-ნელა იცნობდნენ და ხედავდნენ, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. გიბრალტარელები ნაკლებად იფიქრებდნენ, რომ “ნაპოლის” მომავალ წევრს დაუპირისპირდნენ. იმ პერიოდში ხვიჩა მოსკოვის “ლოკომოტივიდან” “რუსთავში” დაბრუნდა და ყაზანის “რუბინში” გადასასვლელად ემზადებოდა. ეს ის დროა,
როცა ვაისი ზურიკო დავითაშვილს მეტად ენდობოდა, რომელიც მალე ასევე ყაზანელთა წევრი გახდა.
იმ მატჩში ზემოხსენებული პაპუნაშვილის, გვილიასა და ვატო არველაძის (სადებიუტო, პენალტით) გოლებით (3:0) გავიმარჯვეთ…
კვარაცხელიამ ამის შემდეგ “რუბინში” თითქმის სამი წელი ითამაშა, რასაც ცოტა ხნით ს “დინამო” და დიდი იტალიური ამბები მოჰყვა – ჩემპიონობა “ნაპოლისთან” ერთად, სერია “ა”-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი…
შორს არ არის ის დღე, როცა ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდება. “კვარას” ანგარიშზე ახლა 29 მატჩში 15 გოლია.
წინ ევრო 2024 და ახალი გამოწვევებია!..