ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს

ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს
26 ოქტომბრის – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, , სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე მიმართავს მმართველი პარტიის წევრებს და ამომრჩევლებს, რომ მათ ზუსტად 10 დღეში აქვთ შანსი, გააცამტვერონ საქართველოში მოქმედი ოთხივე აგენტურული პარტია და უთხრან მათ პატრონებს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს.
მისივე განცხადებით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსებისა და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის, ასევე, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებისთვის.
“26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!
ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!
მოგმართავთ თქვენ, ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული მომავალი, სიმართლე და სამშობლო:
ზუსტად 10 დღეში, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა, გაცილებით უკეთეს პირობებში გავაგრძელოთ მშვიდი და ღირსეული ცხოვრება, ასევე მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმე მოქალაქეები და გავაერთიანოთ ქვეყანა!
26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!
საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!” – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ “კრებსით ნაციონალურ მოძრაობას” არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!