“ზუსტად 1 თვეში, ხაბეიშვილმა შეძლო ივანიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა” – გიორგი მუხიგულაშვილი

ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი, “ფორმულასთან” ამბობს:
იმდენად მშიშრაა , ლევან ხაბეიშვილმა 3–4 გადაცემაში, ისე დააპანიკა, უმდაბლესი ბრალდებით დაიჭირა, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი იცინის, ალბათ, მაგ ბრალზე. 3–4 ეთერში, ზუსტად 1 თვეში, ლევან ხაბეიშვილმა შეძლო ბიძინა ივანიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა, ისედაც შერყეული აქვს. ბავშვებს ფულს პარავს, ჯარს ფულს პარავს, მოსახლეობას ფულს პარავს, პენსიონრებს 60 პროცენტში აძლევენ სესხებს და მეტი რა უნდა გაუკეთოს ამ ხალხს? მასწავლებლები პოლიტიკურ კოორდინატორებად აქცია, პოლიციელები კრიმინალ–ზონდერებად, წაკითხულის გააზრებით ჩვენი ქვეყნის კოეფიცინეტი სადაა, ნახავთ და მეტი რა უნდა უყოს ამ ქვეყანას? მოსამართლე, თურმე, თვითმკვლელობას აპირებდა, ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვიცნობ ასეთს… თორნიკე რიჟვაძის გამოც აპირებდა რამდენიმე ბიზნესმენი თვითმკვლელობას, არც მე ვიყავი გამონაკლისი, თორნიკე რიჟვაძემ და ბიძინა ივანიშვილმა ისეთ დღეში ჩამაგდეს… ჩვენი ფულით ჩვენი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი, მერე ამ ჩვენი ფულით, თავისივე შინაურ კომპანიებს ალევენ ტენდერებს, აკეთებენ სკვერებს, დადის მერე ეს კალაძე და გვამადლის სკვერი გაგიკეთეთო. თვითონ 100–200 მილიონს ფულს არ ეძახიან და ჩვეულებრივ მოსახლეს ბინის ყიდვაც არ შეუძლია. ლევან მურუსიძე დღეს იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილის დროს სასამართლო არის დამოუკიდებელიო, ქათმის სკლინტიანი რძის დავას იგებს ზოგი და ზოგი რას, შეხედეთ ოცნების შემომწირველ ბიზნესმენთა დავებს, რომელი აგებს? თ დამონტაჟებული ვიდეოთი ადამიანს ოთხ წელს უსჯიან. მურუსიძეს მედიამ აქტიურად რომ მიაქციოთ ყურადღება, მეცოდება, გერმანულ ბანკში შენახული მილიონები აქვს დაკარგული, თავის ოქროსა და ბრილიანტებთან ერთად. პოლიციელებო, მთელი მსოფლიო აკვირდება 4 ოქტომბერს, ნუ მოჭრით ხვალ ქვეყანას თავს, ნუ სცემთ სხვის შვილებს! მოსახლეობას მოვუწოდებ, დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ ჩვენი ჯარის ძარცვა, ჩვენი შვილების სკოლების და ბაღების ფულის მოპარვა, დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილი, დავიბრუნოთ ღირსება! შეხედეთ, გუშინ, ჩვენი ქვეყნის პრემიერი მარტო იჯდა. ჩვენი ქვეყნის იმიჯი არის მიწასთან გასწორებული, ამის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ქართველი ხალხის მეშვეობით.