,,ზუსტად ის არის, რაც სამი თვის წინ ვთქვი, როცა ლილუაშვილი გადააყენეს” – შოთა მარტინენკო

კონსერვატიული მოძრაობის ლიდერი, შოთა მარტინენკო:
,,ახლა რაც ოცნებაში ხდება, მთელი ეს მაღალჩინოსნების მიყოლებით გადაყენებები, რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, მიქაუტაძეების და ზარალების დაჭერები, ზუსტად ის არის, რაც სამი თვის წინ ვთქვი, როცა ლილუაშვილი გადააყენეს: ოცნების გამარჯვებული ფრაქცია, ანუ კობახიძის ფრაქცია ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ფრაქციებს ტყავს აძრობს და ბოლომდე ძირავს.
ისე აქ ოცნების ამომრჩევლებთან და გამპრავებლებთან ჩნდება კითხვა: ჩვენ რომ ოცნების ზღვარგადასულ კორუფციაზე გამოვთქვამდით პრეტენზიებს და ოცნების მხარდამჭერები რომ გვიტევდნენ, ტყუილებს აბრალებთ და ნავს არყევთ, არ არსებობს ოცნებაში კორუფციაო, თუ მართლა არ არსებობდა კორუფცია, აბა ახლა რა კორუფციაზე და ნაპარის დაბრუნებაზე აწვებიან (გასაგებია, რომ ბიუჯეტში არავინ არაფერს დააბრუნებინებს, მაგრამ მაინც) ლილუაშვილი-ღარიბაშვილის კლანებს? არ აწვებიან? თუ არ არსებობდა კორუფცია და ტყუილად აწვებიან? თუ კორუფცია არსებობდა, მაგრამ თქვენ აპრავებდით და კორუფციაზე ხმის ამომღებ ხალხს უტევდით ამის გამო, რადგან მაშინ მასე იყო საჭირო? და მომავალშიც რომ ჩათვალოთ, რომ მასეა საჭირო, მომავალში რა დაგიშლით ხელს გაპრავებაში?“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით